Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

2018-03-08

7 მარტს, 12 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარმაც მიიღო მონაწილეობა.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 
მოწვეულ სტუმრებს ანგარიში წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ დადებითად შეაფასეს სააგენტოსთან კონსრუქციული თანამშრომლობა და ურთიერთობები.
რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციის ლიდერი და მათ შორის ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი დიმიტრი დირბარი შეეხო 4 რელიგიურ ორგანიზაციის - ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ, და სომხურ-სამოციქულო აღმსარებლობის რელიგიურ გაერთიანებების დაფინანსების საკითხს და გამოთქვეს სურვილი, რომ ამ ორგანიზაციათა რაოდენობა გაიზარდოს.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2024 წ.

    მაისი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

19 მაისი 2024

ბოლო სიახლეები

2024-03-16 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდური კულტურის ცენტრის ერთობლივი განცხადება

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში