ეზიდური თეოლოგიური აკადემია აცხადებს მიღებას
2019-01-24
პროფესიული რელიგიური განათლების დაწესებულება „ეზიდური თეოლოგიური აკადემია“ აცხადებს მიღებას მათთვის ვისაც სურს სათანადო ცოდნა მიიღოს ეზიდური თეოლოგიის სფეროში. საბუთების მიღება ხორციელედება ა.წ. 1 მარტამდე. სწავლა იწყება 24 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით. სწავლის ღირებულება 300 ევრო წელიწადში. სწავლის დასრულიბესთანავე გაიცემა შესაბამისი დიპლომი.
ეზიდური თეოლოგიური აკადემიის მოღვაწეობის სფერო მოიცავს:
- სასულიერო პირების, თეოლოგების, პედაგოგების და მეცნიერების მომზადებას;
- საღვთისმეტყველო საგნების შესწავლა და სტუდენტების მომზადება ეზიდური და ტოლერანტული სულისკვეთებით;
- სამეცნიერო კვლევების მომზადება თეოლოგიურ საკითებში;
- სახელმძღვანელოებებზე მუშაობა;
- კონფერენციების ჩატარება რელიგიურ და საზოგადო ცხოვრების საკითხებზე;
- მონაწილეობა საქველმოქმედო ღონისძიებებში და საგანმანათლებლო მოღვაწეობა;
- საერთაშორისო თანამშრომლობა უმარლესი რელიგიური განათლების სფეროში;
- საგამომცემლო მოღვაწეობა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების და მეცნიერების საუკეთესო ნაშრომების გამოცემას;
აკადემია მოამზადებს კვლიფიციურ სპეციალისტებს ეზიდური თეოლოგიის დარგში და ეზიდ სასულიერო პირებს. აკადემიის მასწავლებლები არიან სპეციალისტები რელიგიათმცოდნეობის, თეოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიის, კულტუროლოგიის დარგებში.
სწავლის პროგრამა შეიცავს:
- ეზიდური წმინდა ტექსტების ენებს
- ინგლისური
- რელიგიათმცოდნეობა
- ფილოსოფია
- ისტორია
- ლიტურგია
- სოციოლოგია
- ეთნოლოგია
პროგრამები:
- თეოლოგიის ბაკალავრი - 3 წელი
- პრაქტიკული თეოლოგიის ბაკალავრი - 3 წელი
მოსწავლეთა შერჩევის კრიტერიუმები:
- ასაკი 18 – 35
- განათლება: საშუალო, უმარლესი
პროექტში მონაწილეობისთის საჭიროა:
- შეავსოთ ანკეტა (იხ. მიმაგრებულ ფაილში) და გამოაგზავნეთ ელ-ფოსთაზე yeziditheologicalacademy@gmail.com
- პირადობის მოწმობის ასლი
- საშუალო ან უმაღლესი განათლების მოწმობის ასლი
- CV
- ფოტოსურათი 3х4
- დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კოორდინატორს yeziditheologicalacademy@gmail.com
|