Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით

2020-06-03

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო

სახელითა მაღალი ღმერთისა!

ძვირფასო ძმებო და დებო!

წელს 18 ივნისს მიცვალბულთა ხსენების და სასაფლაოზე გასვლის დღეა. როგორც იცით, გლობალური პანდემიის პირობებში ხალხმრავალი შეკრებები აკრძალულია. ჩვენ მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით. მთავრობის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ეს რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ:

1. სასაფლაოზე გასვლა დაშვებულია მცირე დროით.
2. ყოველი ოჯახის სასაფლაოზე 4 კაცზე მეტის შეკრება არ შეიძლება.
3. უნდა დავიცვათ დისტანცია.
4. არ უნდა გაიშალოს სუფრები, საჭმელ-სასმელი.

გაფრთხილებთ, რომ რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ პირებს ჯარიმა დაეკისრება!!!

ჩვენ ყოველთვის მოგიწოდებთ, რომ ჭირის სუფრა და ქელეხი უნდა იყოს მოკრძალებული და არ უნდა იქცეს საქეიფო ადგილად. უფალმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულების სულები და მიაგებოს მათ რაც მათ სახელზე სრულდება!


მოგიწოდებთ ყველას დავიცვათ ჩამოთვლილი რეკომენდაციები!

წმინდა ეზიდის ტაძარი


თბილისი


02.06.2020

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2024 წ.

    მარტი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

29 მარტი 2024

ბოლო სიახლეები

2024-03-16 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდური კულტურის ცენტრის ერთობლივი განცხადება

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში