Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2021-03-15

17 მარტს ეზიდები კლოჩა სარე სალეს დღესასწაულს აღნიშნავენ. კლოჩა სარე სალე ითარგმნება, როგორც ახალი წლის პასკა და ეს დღესასწაული მარტის თვის პირველ ოთხშაბათს/ხუთშაბათს აღინიშნება. უნდა ითქვას, რომ ეზიდური რელიგიური კალენდრის მიხედვით ახალი წელი აპრილის (ნისანის თვის) პირველ ოთხშაბათს უნდა ემთხვეოდეს, თუმცა სარჰადის ეზიდებთან მარტის შუა რიცხვებში გზაფხულის დღესასწაულია, რომლიც ახალი წლის დახვედრის სიმბოლოა. კლოჩის დღესასწაულზე ეზიდები ერთ დიდ ნამცხვარს (კლოჩ) და ბევრ პატარა ქადას აცხობენ. კლოჩისთვის მოზელილ ცომში დიასახლისი მძივს ათავსებს, რის მერეც ფურნეში დებს. მეორე დღის დილას ოჯახის წევრები ნამცხვრის გარშემო იკრიბებიან და ოჯახის უფროსი ღვთის ხსენების შემდეგ ნამცხვარს შუაში ორად ჰყოფს და ამას ხატა ჯოტს (გუთნის კვალს) უწოდებენ. შემდეგ ერთ მხარეს ანგელოზებსა და წმინდანების სახელზე შვიდ ნაჭრად ჭრის. მაგალითად: ჰაფტ მერე დივანე (შვიდი ანგელოზი), ხუდანე მალე (ოჯახის მფარველი), მემე შვან (მწყემსი მამე, ცხვრების და თხების მფარველი), გავანე ზარზა (მწყემსი ზარზა – მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მფარველი), ხატუნა ფახრა (ქალებისა და ბავშვების მფარველი) და ა.შ.მეორე მხარე ოჯახის წევრების სახელზე იჭრება. ითვლება, რომ ვისაც მძივი წილად ხვდება მასზე იქნება დამოკიდებული წელი.

   
 

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2021 წ.

    აპრილი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

20 აპრილი 2021

ბოლო სიახლეები

2021-04-14 - გილოცავთ ჩარშამა სარსალეს დღესასწაულს!

2021-03-15 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2021-02-18 - გილოცავთ ხიდრ ალიასის და ხიდრ ნაბის დღესასწაულს!

2021-02-09 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

2021-02-09 - ბაღდადში სამგლოვიარო ცერემონია

2020-12-30 - გილოცავთ ახალ 2021 წელს!

2020-12-26 - ეზიდის ტაძარში აიდა ეზიდს მიძღვნილი სადღესასწაულო მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდა.

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.