Georgian
Russian
Kurmanji
English

НОВОСТИ

შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

2022-05-31

31 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მისმა ყოვლადუსაღვდელოესობამ მეუფე შიომ, საქართველოსა საპატრიარქოს რეზიდენციაში,  საქართველოს ეზიდთა  სასულიერო საბჭოს წარმომადგნლები მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ:  ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი, საქართველოს ახტიარი დიმიტრი ფირბარი და  საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს გამგეობის თავმჯდომარეს შეიხ როსტომ ამადოვი.

შეხვედრაზე საუბარი იყო ქართულ-ეზიდური ურთიერთობების ისტორიაზე, იმ ახლო, მეგობრულ დამოკიდებულებაზე, რაც საქართველოს საპატრიაქროსა და ეზიდურ თემს შორის არსებობს. ხაზი გაესვა რელიგიების თანამშრომლობას და აქტიურობების მნიშვნელობას იმ რიგი პრობლემებზე მუშობაში რის  წინაშეც ჩვენი საზოაგადოება დგას დღეს.

ახტიარმა მეუფე შიოს საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსებიდან ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა (ბლოკი) გადასცა, რომელზეც აღბეჭდილია ეზიდთა სულიერ ლიდერებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს შეხვედრა. საფოსტო მარკა 2021 წელს გერმანიის ფოსტის (Deutsche Post) მიერ არის გამოცემული.

 საქართველოს ახტიარმა მეუფე შიო ეზიდურ სატაძრო დღესასწაულ „ტავაფა ეზიდ“-ზე, მიიწვია, რომელიც ტრადიციულად ეზიდურ ტაძარში და ეზიდთა სასულიერო საბჭოს რეზიდენციაში აღინიშნება. წელს საქართველოს ეზიდები ამ დღესასწაულს 12 ივნისს აღნიშნავენ.

Предыдущая страница 

События и праздники

2024 г.

    Март    

Пн

Вт

Ср

Чт

Пт

Сб

Вс

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

28 Март 2024

Последние новости

2024-03-16 - С праздником Клоча Саре сале!

2024-03-16 - Совместное заявление Духовного совета езидов Грузии и Центра езидской культуры

2023-03-16 - С праздником Клоча саре сале!

2022-12-31 - С Новым 2023 годом!

2022-12-31 - Календарь 2023

2022-05-31 - Встреча в Патриархате ГПЦ

2021-12-20 - Презентация книг в Центре езидской культуры