Georgian
Russian
Kurmanji
English

Известные езиды

ქერიმ ალიხანის ძე ამოევი

2019-01-22

ქერიმ ალიხანის ძე ამოევი

22.01.1939

 

აღმოსავლეთმცოდნე-ეკონომისტი, ირანისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1939 წლის 22 იანვარს ოქტემბერიანის რაიონის სოფელ არტაშარში (სომხეთი), ეზიდების ალხან ლაზგინის ძე ამოევისა და ბასე ახიჯაკის ასული ამოევას ოჯახში.

1945 წელს ამოევების ოჯახმა დატოვა სომხეთი და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში.

1958 წელს ქერიმ ამოევმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით.

მან დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი ქურთულ პრობლემატიკაზე: «შარაფ-ხან ბითლისელის შარაფ-ნამე ქურთების ისტორიის პირველწყარო».

1965-1968 წწ. იგი სწავლობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიიის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის (ქ. ბაქო) ასპირანტურაში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის (ირანის ეკონომიკის) სპეციალობაზე.

1969 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ინსტიტუტში.

1970-1973 წწ. მუშაობდა სტატისტიკის ცენტრალურ სამმართველოში ჯერ მოსახლეობის აღწერის, ხოლო შემდეგ - ძირითადი ფონდების შეფასების განყოფილების გამგის მოადგილედ.

1973 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე «ირანის ქურთისტანის ეკონომიკური მდგომარეობა (1945-1963 წწ.)».

1973-1986 წწ. იგი მუშაობდა სახალხო მეურნეობის დაგეგმარებისა და ეკონომიკის ინსტიტუტში ჯერ ინფორმაციის განყოფილების დარგობრივ ხელმძღვანელად, ინსტიტუტის მეცნიერ-მდივნად, ხოლო შემდეგ - სოციალური სფეროს დარგობრივ ხელმძღვანელად.

1994-2008 წწ. მუშაობდა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ჯერ სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო შემდეგ – ინსტიტუტის პრორექტორად.

2009 - 2016 იგი მუშაობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელად.

იგი ასევე არის აკად. გ. წერეთელის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემების - «ორიენტალისტი» და «პერსპექტივა» - სარედაქციო კოლეგიის წევრი. მრავალი წლის განმავლობაში იგი თავმჯდომარეობდა «საქართველოს ეზიდთა კავშირს», ხოლო ამჟამად იგი არის ქურთული კვლევების ცენტრის პრეზიდენტი.

იგი არის სოროსის ფონდის გრანტის მფლობელი, რომლის ფინანსური დახმარებით მან გამოსცა წიგნი «ქურთული და ქართული ფოლკლორის ნიმუშები» (2001 წ.).

ქერიმ ალიხანის ძე ამოევი არის გერმანული აკადემიის სპეციალისტების გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანდი.

იგი მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესსა და სიმპოზიუმში (მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ერევანში, თბილისში, ერბილსა და ბაქოში).

მას დაწერილი აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 წიგნი: «ეზიდური წმინდა წიგნები» (1999 წ.), «ქურთულ და ქართული ფოლკლორის ნიმუშები» (2001 წ.), «ქურთული საკითხი საერთაშორისო შეთანხმებებში» (2007 წ.), «ქურთები: ისტორია, ეკონომიკა» (2008 წ.), ეზიდური დამწერლობა (თანაავტორი, 2013 წ.), ეზიდები და მათი რელიგია (2017 წ.)

ქერიმ ალიხანის ძე ამოევი დაოჯახებულია და ჰყავს 3 შვილი.

Предыдущая страница 

События и праздники

2019 г.

    Октябрь    

Пн

Вт

Ср

Чт

Пт

Сб

Вс

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

18 Октябрь 2019

Последние новости

2019-06-19 - Праздник Тавафа Эзид в Тбилиси

2019-04-20 - В центре Тбилиси установлена мемориальная доска Ламаре Пашаевой

2019-02-17 - Езидская община отметила праздник Хидрнаби и Хидр Айласа

2019-02-10 - Праздник Хидрнаби и Хидр Айласа

2019-01-30 - Соболезнование епископа Евангелической Баптистской Церкви Грузии езидам

2019-01-30 - Соболезнование епископа Католической церкви Джузеппе Пазото езидам

2019-01-30 - Соболезнование епископа Армянской Апостольской церкви Вазгена Мирзаханяна езидам

Веб-сайт подготовлен Духовным советом езидов Грузии, в рамках «Программы толерантности, гражданского самосознания и поддержки интеграции» Ассоциации ООН Грузии и Агентства международного развития Соединенных Штатов Америки. Взгляды и соображения, высказанные в публикации, не следует воспринимать как официальную позицию Агентства международного развития Соединенных Штатов Америки и Ассоциации ООН.