Georgian
Russian
Kurmanji
English

Именитые езиды

ლამარა ბორისის ასული ფაშაევა

2019-01-22

ლამარა ბორისის ასული  ფაშაევა 

17.01.1940 - 2015

 

მსოფლიოში პირველი ეზიდი ეთნოგრაფი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.

დაიბადა 1940 წლის 17 იანვარს ქ. თბილისში ფარე (ბორის) ბემალის ძე ფაშაევისა (დიდი სამამულო ომის მონაწილე) და გიაზო (გალინა) ალიევის ასული ავდოევას ოჯახში.

1957 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №44-ე საშუალო სკოლა.

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქული ენისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით.

1965 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში.

1970 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე «წალკის რაიონის ურუმთა ოჯახი და ცხოვრება».

1972 წელს გახდა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ახალციხეში, თეთრიწყაროში, აჭარასა და აფხაზეთში მცხოვრები ბერძნებისა, ეზიდებისა და ქურთების პრობლემატიკაზე.

1985 წლიდან მისი კვლევების ძირითად თემად იქცა ქურთოლოგია. იგი მონაწილეობდა ამ თემისადმი მიძღვნილ მრავალ კონფერენციაში რუსეთში, სომხეთში, საქართველოში.

90-იანი წლების დასაწყისში 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ლექტორად კერძო «სამართლისა და საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტში».

დიდი ხნის მანძილზე ხელს უწყობდა ისტორიული ეზიდური, ასირიული და ბერძნული გვარების აღდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით.

1985 წელს ჟურნალ «მაცნეში» დაიბეჭდა მისი პირველი დიდი ნაშრომი საქართველოში მცხოვრები ქურთების შესახებ.

1987 წელს გამოიცა მისი მონოგრაფია «საქართველოში მცხოვრები ეზიდების საქორწინო წეს-ჩვეულებების დადებითი და უარყოფითი ელემენტები».

1988 წელს დაიბეჭდა სტატია «საქართველოში მცხოვრები ეზიდების ქორწინების რელიგიურ-კასტური აკრძალვები წინათ» (კავკასიური ეთნოგრაფიული კრებული №7).

2000 წელს დაიბეჭდა სტატია «საქართველოში მცხოვრები ქურთები. კონფესიური და ეთნიკური თვითშეგნების საკითხზე».

2003 წელს გამოიცა «კავკასიური ეთნოგრაფიული კრებული №8» მისი სტატიით «ქურთების დაკრძალვის ტრადიციები».

2004 წელს გამოიცა «ქურთების დასახლებები საქართველოში» (ქართული ეთნოგრაფიის მასალები №26).

2005 წელს კრებულში «ქართული ეთნოგრაფიის მასალები №25» დაიბეჭდა სტატია «ბავშვის დაბადებასა და აღზრდასთან დაკავშირებული ქურთული და ეზიდური წეს-ჩვეულებები».

ლამარა ფაშაევამ მიიღო ბევრი ჯილდო, მათგან აღსანიშნავია რუსეთში ერაყის ელჩისგან მიღებული ჯილდო ასპირანტების მომზადების საქმეში, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნების დაცვის ასოციაციაში გაწეული ბრწყინვალე მუშაობისთვის მიღებული ჯილდო.

2003 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ლამარა ფაშაევას გადასცა «ღირსების ორდენი».

თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში იგი მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ერევანი, ბაქოში, სალონიკებში, ბუდაპეშტში, ბერლინში და სხვ.

ლამარა ბორისის ასული ფაშაევა არა მარტო გამოჩენილი მეცნიერია, არამედ აქტიური საზოგადო მოღვაწეც.

2011 - 2014 წწ. ეზიდთა სახლის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 

გარდაიცვალა 2015 წ. თბილისში.

Предыдущая страница 

События и праздники

2024 г.

    Март    

Пн

Вт

Ср

Чт

Пт

Сб

Вс

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

28 Март 2024

Последние новости

2024-03-16 - С праздником Клоча Саре сале!

2024-03-16 - Совместное заявление Духовного совета езидов Грузии и Центра езидской культуры

2023-03-16 - С праздником Клоча саре сале!

2022-12-31 - С Новым 2023 годом!

2022-12-31 - Календарь 2023

2022-05-31 - Встреча в Патриархате ГПЦ

2021-12-20 - Презентация книг в Центре езидской культуры