Georgian
Russian
Kurmanji
English

ცნობილი ეზიდები

ლუსია მამედის ას. ალოევა

2020-07-24

ლუსია მამედის ას. ალოევა

(28.10.1928 - 18.02.2011)

დაიბადა 1928 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში მუშის ოჯახში. 1937 წ. 1948 წ. დაამთავრა თბილისის მე-100 საშუალო რუსული სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე. ის იყო პირველი სტუდენტი ეზიდი ქალი. 1953 წ. დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი, იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბოტანიკის კათედრაზე ლაბორანტის ტანამდებობაზე. 1954 წ. ჩაირიცხა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში საღამოს განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1956 წელს. 1959 წელს ჩააბარა ასპირანტურაში (დაუსწრებელი განყ-ბა), რომელიც დაამთავრა 1963 წელს. 1976 წელს დისერტაცია დაიცვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხზე და ის პირველი ეზიდი ქალია, რომელიც ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. 1971 წელს ამავე კათედრაზე მუშაობას იწყებს დოცენტის თანამდებობაზე.შეფობას უწევდა 38-ე საშუალო სკოლის ბიოლოგიის კაბინეტს. ახარისხებდა და სისტემაში მოყავდა ბოტანიკური მასალები. 15 წლის განმავლობაში (1968-1983) ლექციებს კითხულობდა ა. პუშკინის სახ. (ახლ. ი. ჭავჭავაძის სახ.) თბილისის სახელმწიფო პედაგოიურ ინსტიტუტში ბიოლოგების, ბიოქიმიკოსებისა და ბიოგეოგრაფებისათვის. 2003 წლის 15 მარტს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამავე წლის 18 ივნისს დაჯილდოვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის მედლით. გახლდათ შრომის ვეტერანი. გარდაიცვალა 2011 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისში.

ლუსია მამედის ას. ალოევა
(28.10.1928 - 18.02.2011)
დაიბადა 1928 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში მუშის ოჯახში. 1937 წ. 1948 წ. დაამთავრა თბილისის მე-100 საშუალო რუსული სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე. ის იყო პირველი სტუდენტი ეზიდი ქალი. 1953 წ. დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი, იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბოტანიკის კათედრაზე ლაბორანტის ტანამდებობაზე. 1954 წ. ჩაირიცხა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში საღამოს განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1956 წელს. 1959 წელს ჩააბარა ასპირანტურაში (დაუსწრებელი განყ-ბა), რომელიც დაამთავრა 1963 წელს. 1976 წელს დისერტაცია დაიცვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხზე და ის პირველი ეზიდი ქალია, რომელიც ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. 1971 წელს ამავე კათედრაზე მუშაობას იწყებს დოცენტის თანამდებობაზე.
შეფობას უწევდა 38-ე საშუალო სკოლის ბიოლოგიის კაბინეტს. ახარისხებდა და სისტემაში მოყავდა ბოტანიკური მასალები. 15 წლის განმავლობაში (1968-1983) ლექციებს კითხულობდა ა. პუშკინის სახ. (ახლ. ი. ჭავჭავაძის სახ.) თბილისის სახელმწიფო პედაგოიურ ინსტიტუტში ბიოლოგების, ბიოქიმიკოსებისა და ბიოგეოგრაფებისათვის. 2003 წლის 15 მარტს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამავე წლის 18 ივნისს დაჯილდოვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის მედლით. გახლდათ შრომის ვეტერანი.
გარდაიცვალა 2011 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისში.ლუსია მამედის ას. ალოევა(28.10.1928 - 18.02.2011)დაიბადა 1928 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში მუშის ოჯახში. 1937 წ. 1948 წ. დაამთავრა თბილისის მე-100 საშუალო რუსული სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე. ის იყო პირველი სტუდენტი ეზიდი ქალი. 1953 წ. დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი, იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბოტანიკის კათედრაზე ლაბორანტის ტანამდებობაზე. 1954 წ. ჩაირიცხა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში საღამოს განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1956 წელს. 1959 წელს ჩააბარა ასპირანტურაში (დაუსწრებელი განყ-ბა), რომელიც დაამთავრა 1963 წელს. 1976 წელს დისერტაცია დაიცვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხზე და ის პირველი ეზიდი ქალია, რომელიც ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. 1971 წელს ამავე კათედრაზე მუშაობას იწყებს დოცენტის თანამდებობაზე.შეფობას უწევდა 38-ე საშუალო სკოლის ბიოლოგიის კაბინეტს. ახარისხებდა და სისტემაში მოყავდა ბოტანიკური მასალები. 15 წლის განმავლობაში (1968-1983) ლექციებს კითხულობდა ა. პუშკინის სახ. (ახლ. ი. ჭავჭავაძის სახ.) თბილისის სახელმწიფო პედაგოიურ ინსტიტუტში ბიოლოგების, ბიოქიმიკოსებისა და ბიოგეოგრაფებისათვის. 2003 წლის 15 მარტს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამავე წლის 18 ივნისს დაჯილდოვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის მედლით. გახლდათ შრომის ვეტერანი. გარდაიცვალა 2011 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისში.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2024 წ.

    აპრილი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

19 აპრილი 2024

ბოლო სიახლეები

2024-03-16 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდური კულტურის ცენტრის ერთობლივი განცხადება

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში