ეზიდთა ახალგაზრდებმა გერმანიიან ეზიდური ტაძარი მოილოცეს
2018-12-01
29 ნოემბერს თბილისის ეზიდთა ტაძარს გერმანიიდან ეზიდი ახალგაზრდების დელეგაცია ეწვია, რომელსაც ილიას იანჯი ხელმძღვანელობდა. დელეგაცია ახალგაზრდთა გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა საქართველოში. მათ მოინახულეს ქობულეთი, ბათუმი და თბილისი. 29 ნოემბერს მთელი დღე ეზიდურ ტაძარს დაუთმეს. დელეგაცია მიიღო ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა დიმიტრი ფირბარიმ, შეიხმა როსტომ ამადოვმა და შეიხმა ბადრი ჩოლოიანმა. სტუმრებმა ეზიდური კულტურის ცენტრიც მოინახულეს, გაეცნენ ისტორიული სურათების გამოფენას და ბიბლიოთეკას. |